გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს, პარტიიდან გარიცხვაზე კი პოლიტსაბჭო იმსჯელებს

უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა გეგიძის საკითხზეც იმსჯელეს და მას საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს.

მიუხედავად ამისა, ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

საზოგადოებას ახსოვს გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები და მისი სუს-ში დაბარებაც. როგორც მისი მომხრეები ამბობენ, სულაც არ არის გამორიცხული რომ სწორედ გეგიძის ხმაურიან განცხადებებს უკავშირდებოდეს დღევანდელი შედეგი.

https://www.gmtv.ge/62897-2/