„წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ივანიშვილი ოლიგარქად, ის რუსეთში გამდიდრდა…”

Le Figaro-ს ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს.

„წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.