პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ახალი ახალგაზრდული მოძრაობის – “შეცვალე” დაწყება დაანონსდა

აქციაზე, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობს, ახალი ახალგაზრდული მოძრაობის – “შეცვალე” დაწყება დაანონსდა. მოძრაობის დაწყების თაობაზე აქციაზე მყოფმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი ამბობს, უნდა შეიცვალოს ის ვითარება რომელიც ქვეყანაშია. მათივე თქმით, მხოლოდ ახალგაზრდები შეცვლიან “სამარცხვინო პრეზიდენტს” და “რუსულ მთავრობას“.