“ვიზეარმა” პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012_ წელს შეასრულა

დავით ცხვარაძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ვიზეარმა” 25–ე ბაზა გახსნა დღეიდან უკვე ავიაკომპანია დამატებით, 7 _ი ახალი დაბალტარიფიანი მიმართულებით ოპერირებას იწყებს. გახსნის ცერემონიას კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.  ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი), ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი – ეს კომპანია “ვიზეარის” ახალი ავიარეისებია. გარდა ამისა, ავიაკომპანია მომხმარებელს ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 70_ სხვადასხვა მიმართულებას თავაზობს, რაც მათ მთელ ევროპაში დაბალი ფასებით ფრენის საშუალებას მისცემს.

ქუთაისის აეროპორტში გამართულ საზეიმო კომფერენციას ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორიც ესწრებოდნენ, “ვიზეარმა” პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012_ წელს შეასრულა. როგორც ცნობილია ამ დროისთვის საქართველოს მიმართულებაზე ავიარეისებით 600 000- ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

კომპანია “ვიზეარის”_ ს მიერ განხორციელებული რეისით კმაყოფილია მგზავრებიც, რომლებიც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდნენ, ”ვიზიარის” _ს ბაზის დაარსება ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია, და აღნიშნული პროექტი 8 9 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს.

კომენტარის დატოვება