პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპატრიარქოს შორის დეკანოზის შეწყალების საკითხზე პროცედურები არ დაწყებულა

მიუხედავად იმისა, რომ სინოდის სხდომაზე დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხვონაზე ყველა მღვდელმთავარმა თანხმობა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპატრიარქოს შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პროცედურები ჯერ არ დაწყებულა. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უქმე დღეებში საპატრიარქოში პროცედურულად არაფერი ხდება.

„თუ რამე დოკუმენტი მომზადდება, ოფიციალურ განცხადებას პატრიარქის წარმომადგენელი გაავრცელებს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ