გაბუნიების „ქუთაისური ვენეცია“ და იმედი, რომ წინასაარჩევნოდ მაინც მოგვარდება პრობლემა

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, პეტრიძის მე – 4 შესახვევში მცხოვრები ია გაბუნიას ოჯახმა დახმარების თხოვნით სააგენტო geomediatv.ge_ს მომართა იმ იმედით, რომ შესაბამის სტრუქტურებს მათ ხმას მივაწვდენთ და პრობლემა წინასაარჩევნოდ მაინც მოგვარდება.

პრობლემას  წვიმიან ამინდებში საცხოვრებელ სახლთან დაგუბებული წყალი წარმოადგენს, რომელიც მათ ეზოში ჩაედინება, უხვი ნალექის შედეგად სისტემატიურად იტბორება გაბუნიების საცხოვრებელი სახლიც, ოჯახი ამბობს, რომ მათთვის ეს პრობლემა წლებია მოუგვარებლად რჩება, განმარტავენ რომ არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით ქუთაისის მერიას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ქუჩაში პრობლემას უხარისხოდ დაგებული ასფალტის ნაგებობა წარმოადგენს.  უხვი ნალექის დროს ხდება ქუჩის და ეზოების დატბორვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს კეთილმოწყობის სამსახურში, თუმცა სიტყვიერად განგვიცხადეს, რომ ოჯახს აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში მოუგვარდება,  იმედს ვიტოვებთ, რომ სტრუქტურა სიტყვას შეასრულებს.

14438916_322643621431858_1780654152_o 14467091_322643481431872_1312445732_o

 

კომენტარის დატოვება