“მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სირცხვილია”

“ლელო” უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგში საზოგადოებრივი მოძრაობა “სირცხვილიას” ჩართვას ითხოვს. როგორც სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი, ეს პრინციპული საკითხია, რადგან “სირცხვილია” პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილეა:

“პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანა. მოქალაქეების, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ერთიანი და პრინციპული პოზიციონირების შედეგად, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, დღეს დაიწყო დიალოგი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

აუცილებელია, მოლაპარაკებები დასრულდეს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, იმედი გვაქვს, ხელისუფლება ახლა მაინც სათანადოდ გაიაზრებს მის როლს და პასუხისმგებლობას ამ პროცესში.

ამავე დროს, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სირცხვილია”, რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე. სწორედ ამ ადამიანების თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა.

პროპორციული არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს მონაწილეობა სამართლიან არჩევნებში. ამასთან, “სირცხვილიას” ჩართვა ამ პროცესში გაზრდის პროცესის ანგარიშვალდებულებას ფართო საზოგადოების წინაშე, რაც აუცილებელია,”