მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამ საკითხზე პარლამენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხუთშაბათს იმსჯელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მათ საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები უკვე გადასცა.

შემდეგი ეტაპი საკითხის ბიუროს სხდომაზე განხილვაა, შემდგომ კი უკვე კენჭისყრა სჭირდება.