შტორმ „ელზას“ ესპანეთსა და პორტუგალიაში 8 ადამიანი ემსხვერპლა

გვანცა გუგულაშვილი

AFP-ს ინფორმაციით,  ესპანეთსა და პორტუგალიაში შტორმ „ელზას“ 8 ადამიანი ემსხვერპლა. კერძოდ, ესპანეთში 6, ხოლო პორტუგალიაში კი  2 . გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

შტორმის გამო ადიდდა მდინარეები,  დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ესპანეთში, გალისიის პროვინციაში 8 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.