ხალხის პარტია რიგგარეშე ყრილობაზე რეორგანიზაციას აანონსებს

ალექსანდრე კობაიძე

“ხალხის პარტიის” ლიდერი

-საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომელსაც მე და პარტიაც ვეთანხმებით, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ხალხს სთავაზობენ სხვა დღის წესრიგს, მოქალაქეებს კი სრულებით სხვა პრობლემები აწუხებთ და ყოველდღიური გამოწვევები აქვთ. აქედან გამომდინარე პარტია იწვევს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სოციალურ და შრომით საკითხებში მუშაობისა და ადვოკატირების, რათა მათთან ერთად შექმნას ძლიერი პოლიტიკური ტრიბუნა ერთობლივი მიზნების განსახორციელებლად.

მოქმედი პოლიტიკური პარტიები ხალხს სთავაზობენ სხვა დღის წესრიგს, მოქალაქეებს კი სრულებით სხვა პრობლემები აწუხებთ და ყოველდღიური გამოწვევები აქვთ. აქედან გამომდინარე პარტია იწვევს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სოციალურ და შრომით საკითხებში მუშაობისა და ადვოკატირების, რათა მათთან ერთად შექმნას ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის პოლიტიკური ტრიბუნის მიცემას, ერთობლივი მიზნების განსახორციელებლად.

მრავალთვიანი კონსულტაციების შედეგად ჩვენ ვაპირებთ პარტიის რეორგანიზაციას და მის პოლიტიკურ საბჭოში სიამოვნებით ვიწვევთ ადამიანებს, მათ შორის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ცნობადობა და საერთაშორისო აღიარება, რომელიც გააძლიერებს როგორც პარტიის პოზიციებს ისე შესაძლებელს გახდის მათი მიზნების რეალიზებას ქართულ პოლიტიკაში.

ხალხის პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება ხვალ, 31 იანვარს, 12:00 საათზე, კინოს სახლში მის: ძმები კაკაბაძეების #2