პრემიერი: ჩემთვის პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე უცხო არ არის, რადგან ოჯახში ორი პედაგოგია

-“მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული;  ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე მისთვის უცხო არ არის, რადგან ოჯახში ორი პედაგოგი ჰყავდა – დედა და ბებია.

“ბებია, ბევრი ათწლეულის განმავლობაში, კომაროვის სკოლაში მათემატიკის პედაგოგი გახლდათ, დედა – უნივერსიტეტის პროფესორი. დედა ცოცხალი აღარ არის, ბებია – 95 წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. არაერთხხელ მინახავ სის, საკონროლო რვეულების გასწორების დროს, ჩამოძინებული, ღამოს 02:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მე და ჩემს ძმას უკვე გვამეცადინებდა ხოლმე. ასე, რომ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომაა, რამხელა თავდადებაა და მინდა, დიდი პატივისცეცმით, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე”, – მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის, განათლება, სიტყვით და საქმით, იქცა პირველ პრიორიტეტად და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება .

კომენტარის დატოვება