15-20 წლის ახალგაზრდებში დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია

“არის ირიბი მოსაზრება, რომ მოზარდებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას შესაძლებელია იმუნიზაცია განაპირობებდეს.”- ამის შესახებ მედიაცენტრ “მთავარის” პრეს-კლუბში თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ივანე ჩხეიძის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-20 წლის ახალგაზრდებში ძალიან დაბალია. მისი მოსაზრებით ამ შემთხვევას იმუნიზაცია განაპირობებს.

პროფესორმა საეჭვო პაციენტების იზოლირებაზეც ისაუბრა.

“ის პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ რესპირატორული სიმპტომები, ხველა და იმოგზაურეს იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსია, საჭიროა მათი გამოვლენა. ეს პაციენტები უნდა განთავსდნენ იზოლირებულად, გამოკვლევის შემთხვევაში კი თუ დაუდასტურდათ აღნიშნული ვირუსი, გადაიგზავნონ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში.”- განაცხადა ჩხეიძემ.