საქართველოში კორონავირუსის უკვე მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა.  დაინფიცირებული კვირას იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა.  შემთხვევა ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა  კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ავადმყოფი სიმპტომების გარეშე შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა მან გუშინ მაღალი ტემპერატურით მიმართა ინფექციურს. მონაცემები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც რამდენჯერმე ჩაუტარდა ტესტი. ყველა შემთხვევაში დადებითი პასუხი დადასტურდა.

“საქართველოში დაინფიცირებულთაგან ოთხივე უცხოეთიდან არის შემოსული. 2 მათგანი იტალიაში მოგზაურობდა, 2 კი ირანში. სამი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ბოლო შემთხვევა საყურადღებოა. გუშინ საღამოდან ეპიდემოლოგიური სამსახური იკვლევს რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ბოლო დაინფიცირებულს.” –  აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ეპიდემიის გავრცელების საშიშ ქვეყნებად  ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია დაასახელა. გამყრელიძემ ამ ქვეყნებიდან და განსაკუთრებით იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მიმართა, რომ ყველა მათგანმა გამოიჩინოს  მაღალი სამოქალქო პასუხისმგებლობა, არ დამალონ საზღვარზე სიმპტომები, თუ მათ აქვთ ტემპერატურა სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, რას რესპირაციული ინფექციებისთვის არის დამახასიათებელი, აუცილებლად მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოს, ვისაც არ აქვთ სიმტომები, თვით იზოლაციას უნდა დაექვემდებარონ და ორი კვირის მანძილზე არ ჰქონდეთ კონტაქტი ახლობლებთან, რომ არ გახდნენ ინფექციის წყარო და თავიდან ავიცილოთ დაავადების ახალი შემთხვევები.