NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა

NATO-ს ბრიუსელის ოფისში მომუშავე 1 ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა.

როგორც NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი თანამშრომელი სამოგზაუროდ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავი ცუდად იგრძნო. ამის შემდეგ, მას  ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ახლა ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, რამდენიმე წუთში NATO-ს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია.