ამ წუთებში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უფასოდ რიგდება პირბადეები, ხელთათმანები

ამ წუთებში უკვე დაწყებულია პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო სითხის დარიგება იხილეთ ფოტოები :

 

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ქალაქში შეიქმნა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებების დეფიციტი და გაიზარდა მათი ფასი.

აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვაგროვეთ მაქსიმალური რაოდენობა და 22 მარტს, 14.00 საათიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წინ პარკინგის ტერიტორიაზე დარიგდება ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებებს.(სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი).

ამ საქველმოქმედო აქციაში ჩართულნი არიან ახალგაზრდა მოხალისეები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა,
გ. სააკაძის დაღმართი 10. ცენტრალური შესასვლელი სანაპიროს მხრიდან.