ლევან რატიანი მედიასთან ურთიერთობის ფორმას ცვლის

პირველი საუნვერსიტეტო კლინიკის დირექტორი ხვალიდან მედიასთან ურთიერთობის ფორმას ცვლის- ამის შესახებ ლევან რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სოციალური დისტანცირების აუცილებლობითაა ნაკარნახევი.

ინფიცირებულმა პაციენტებმა 80% შემთხვევაში, შესაძლოა, ინფექცია ასიმპტომურად გადავიტანოთ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები, ამიტომაა მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ის მიერ სოციალური დისტანცირება, მეც ვარღვევ ახლა კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს, ამიტომ, გადავწყვიტე ხვალიდან ინტერვიუები მოგაწოდოთ განსხვავებული წესით.

თუ დავავადდით ასეთ შემთხვევაში სამყაროს ადამიანების 20%,  შესაძლებელია 17%-ში დასჭირდეთ ინტენსიური თერაპია, რომელშიც გაერთიანებულია საშუალო და მსუბუქი შემთხვევა, მხოლოდ 3-5%-ია ადამიანების, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს დადო გამოცდილება, რომ 80% ადამიანების შესაძლებელია დასნებოვდეს, ვიყოთ ინფექციის მატარებლებლები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ არიან 100%-ით ინფექციის გამავრცელებლები.

ამ დაავადების გამოსავალში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ალბათ ყველას გაგვიგია განწყობის თეორია, ვიყოთ ყველა კარგ განწყობაზე,” – განაცხადა ლევან რატიანმა.