ოპოზიცია განათლების მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს

ოპოზიციონერი სერგო რატიანი განათლების მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდების ჩვეულ რეჟიმსა და დათქმულ დროს ჩატარდება.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ გამოცდების თარიღი არ უნდა შეიცვალოს თუმცა უნდა შემცირდეს გამოცდების რაოდენობა.
„ყველას გვესმის, რომ ივლისში ეპიდემიის გავრცელების რაოდენობამ შეიძლება იკლოს, მაგრამ სრულად არ გაქრება. ამდენად, „ევროპული საქართელოს“ რეკომენდაცია არის, რომ ჩატარდეს ერთი გამოცდა, სადაც ერთი კომბინირებული ტესტით შესაძლებელი იქნება აუცილებელი საგნების გამოცდები შეფასდეს. მეორე რეკომენდაცია ეხება გამოცდების ჩატარების ადგილს. ერთ ცენტრში უნდა მოეწყოს 25 სივრცე და თითოეულ სივრცეში მაქსიმუმ 5 ბავშვი უნდა მოთავსდეს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება. ამისთვის კი თანხები უნდა მოიძიონ,”-აღნიშნა რატიანმა.
მესამე რეკომენდაციით კი, განათლების მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომ მე-12 კლასელების და დანარჩენი მოსწავლეების შეფასება არ შეფერხდეს.