მარნეულში აქცია ისევ განახლდა

მარნეულში საპროტესტო აქცია დღეს ისევ გამართა რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ.  აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი სასოფლო – სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას ითხოვენ, რადგან ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ერდაერთი შემოსავლის წყარო გადაუკეტეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სიტუაციაში გარკვევის მიზნით აქციაზე რაიონის მერი მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეხვედრას მართავს.