სიმართლე ხომ მთავარია, არა? ხოდა გავბედავ და ვიტყვი…

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის  პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას – როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგი რევაზ ბოჭორიშვილი გამოეხმაურა:

-გავბედავ და ვიტყვი. არა როგორც ექიმი, როგორც მოქალაქე. არ არის მთლად ისე საქმე, როგორც აქ წერია (სიმართლე ხომ მთავარია, არა?). საფრანგეთს რაც შეეხება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევად არ მომხდარა და არც დაუპირებია არავის და არანაირი ზრდა დაავადებისა არ ყოფილა. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა იგეგმება 11 მაისს და ამისთვის დიდი მზადება მიდის. დეტალებს არ ჩამოვთვლი..დაავადება კი უკან იხევს.

…და კიდევ,  საფრანგეთის მაგალითის მოყვანა თუ გვინდა.. პირველივე გამოსვლიდან მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები სულ იმეორებენ, რომ უმძიმესი ეკონომიური კრიზისი ელის ქვეყანას. და “ოპტიმიზმის“ დასანერგად არანაირ ტიკ-ტოკებს არ იღებენ და მერე მთელს პარტიულ ელიტას არ რაზმავენ ამ უკიდურესი უზნეობის გასაპრავებლად. კარანტინის პირველივე დღიდან საფრანგეთის სახელმწიფომ აამოქმედა “ნაწილობრივი უმუშევრობის“ მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ხელფასის 80% ის შენარჩუნებას.. დღეს 8 მილიონი ადამიანი სარგებლობს ამ მექანიზმით..

ამის მიუხედავად ყოველ დღე იდება საგანგაშო მონაცემები ქვეყნის ეკონომიკის მომავლის შესახებ.. და ექიმები არავის დაუმცირებია სამუშაო საათების მითითების უკიდურესად რეგვენული მოთხოვნით. პირიქით, ექიმებს ყველანაირი ხელშეწყობა და დახმარება გამოუცხადა სახელმწიფომ, მათ შორის მატერიალური სტიმულირებით და უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზებით.. ტრანსპორტზე გამახსენდა.. ერთი ახალგარზრდა ქართველი კოლეგა წერდა, ეს მანქანაც არ ჰყავს ყველას და ძალიან უჭირთ იმ სავადმყოფომდე მისვლა. თან ბევრი რამოდენიმე ადგილას მუშაობს.. ისე, საფრანგეთში მანქანით გადაადგილება არ შეზუდულა და არც კომენდანტის საათი დაწესებულა, რომლის დროსაც ბიბლიოთეკებს წვავენ..კიდევ რამდენი “არ“…. სხვაზე უკეთესად თუ არა, ნაკლებად მაინც არ მესმის ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მნიშვნელობა, სისწორე და გარდაუვალი გვერდითი მოვლენებიც… მაგრამ ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საქართველოში,  არათუ ხელს არ უწყობს ეპიდემიასთან ბრძოლას, პირიქით, ეკონომიკური და სოციალური კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა! ფსევდო სამედიცინო არგუმენტებით ეს ვერ გაპრავდება…ბოდიში.