თუ  გაჭირვებაა, ყველას უნდა გაუჭირდეს და 3 000 ლარი ასეთ ქვეყნაში არის საკმაოზე მაღალი ხელფასი

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპარტნიორო ფონდის ოფისთან გაბცხადება გააკეთა.

მისი თქმით, კორონავირუსთან ერთად ქვეყანაში კორუფციის ვირუსი მძვინვარებს. ჩხარტიშვილმა დღეს საპარტნიორო ფონდის მაღალი ხელფასებიც გააპროტესტა. მისი თქმით, პანდემიის დროს ქვეყანაში 3 000 ლარზე მეტი ხელფასი არავის არ უნდა ჰქონდეს.

“3 000 ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონდეს ქვეყანაში არავის ეპიდემიის დროს მაინც იმიტომ, რომ თუ  გაჭირვებაა, ყველას უნდა გაუჭირდეს და 3 000 ლარი ასეთ ქვეყნაში არის საკმაოზე მაღალი ხელფასი და დაზოგილი ფული, ამაზე და კორუფციულ ხარჯებზე გასცენ კომპენსაცია ყველა მოქალაქეზე,” – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.