მუხრან ბურჭულაძე: ბანკმაც და პროკურატურამაც ეს ოჯახი გაწირა!

დღეს გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც 4 შვილის დედა თეა დემეტრაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავდა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა, პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე გამოეხმაურა და წერილით მოგვმართა.

-„მაშინ, როცა ეს ოჯახი გავიცანი, არ ვიყავი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ასე რომ არავინ იფიქროს ამ განცხადებას რაიმე პიარისთვის ვაკეთებდე. იმდენად შეძრული ვარ ამ ოჯახის მდგომარეობით და მათ მიმართ გამოვლენილი უსამართლობით, როგორც ადამიანს არ შემეძლო გამოხმაურება არ გამეკეთებინა.

იმ დროს არასამთავრობო ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, როდესაც ამ ოჯახმა დახმარებისთვის მომმართა. სახეზე აშკარა თაღლითული სქემა გვქონდა და დავიწყეთ მუშაობა.

ბანკმაც და პროკურატურამაც ეს ლამაზი ოჯახი გაწირა. არ მეგულება ბანკი ან პროკურორი, რომლისთვისაც თეა დემეტრაშვილის საქმე უცნობია. საქმე იმაშია, რომ ბანკმა სესხი გასცა სხვა პირზე, იპოთეკით კი დემეტრაშვილის ქონება დაიტვირთა და ეს შეძლებული ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩა. ეს არის თაღლითობა და პროკურატურას მივმართეთ კიდეც, თუმცა პროკურატურის პასუხმა გამაოგნა, მათი თქმით იპოთეკარი არ არის ვალდებული გადაამოწმოს ვინ არის უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრე. ეს გახლავთ პროკურორის წერილობითი პასუხი, რომელიც მას გადაიყოლებს.

პროკურატურამ საქმე არ აღძრა და ეს ნიშნავს დანაშაულის დაფარვას. ორი ვარიანტია-პროკურორი ან უცოდინარია ან დამნაშავე.

დემეტრაშვილმა წლების მანძილზე სხვა პირის ვალი იხადა და საბოლოოდ საკუთარი ქონება დაკარგა. ამ საქმეს ექნება გაგრძელება და ის დემეტრაშვილის ზიანის ანაზღაურებით დასრულდება, მაგრამ გზად რამდენიმე დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს!“-ნათქვამია წერილში.

13535850_1001476676615653_1061582713_n13551142_1001475626615758_1552197951_n

 

კომენტარის დატოვება