„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ გომელაურის გადადგომას მოითხოვს

პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს.
– „პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნე პრაქტიკას, როცა ის იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მისი ვიწროპარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის”-აცხადებენ პატრტიაში.
 -შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი წარმომადგენელი მინდა მკაცრად გავაფრთხილო, რომ , როდესაც პოლიცია იქნება ჩართული საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მკაცრი რეაგირების საგანი გახდება და „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.