მსოფლიო ორგანიზაცია “ადამიანობა პირველ რიგში” 155 ოჯახს დახმარებას ურიგებს

მცხეთა-მთიანეთის სოფლებში – ტოლჩა, არღუნი, დუდაურები და შუახევიში არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადამიანობა პირველ რიგში“ მორიგი საქმემოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში 155 ოჯახს პროდუქტი და პირველადი მოხმარების ჰიგიენის საგნები გადაეცა. აქციის ორგანიზატორი დუშეთის საკრებულოს წევრი მერიკო ფოლოდაშვილი გახლდათ.

ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ფუნქციონირებს და ძირითადი ოფისი დიდ ბრიტანეთში აქვს, საქართველოს მასშტაბით აპრილიდან დღემდე უკვე 4 ათასამდე ოჯახს გადასცა დახმარება.

აქია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ვრცელ სიუჟეტს gmtv მოგვიანებით შემოგთავაზებთ.