აფხაზებმა “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ჩატანილი ხატი დააბრუნეს

ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ ილორის მონასტერში ჩატანილი ხატი, აფხაზმა აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდთან, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს და დაასაწყობეს.

ხატი ქართველმა პოლიტიკოსებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აგვისტოს ჩაიტანეს, 20 აგვისტოს კი, ე.წ. პარლამენტში გაიმართა ლაშა საქანიას მოსმენა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველია. მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრას ჰუმანიტარული ხასიათი სჰონდა და ის უბრალოდ დაეხმარა ხატის ადგილამდე მიტანაში.