დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება

დიდუბე-ჩუღურეთში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, პოლიტიკური ტაიმაუტი დაასრულა და პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება.

-იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, რეალურად ეროვნული იდეის მატარებელი ძალა მხარს დამიჭერს ამ ინდივიდუალურ ბრძოლაში. ჩემი მხრიდან კი მათ ვუცხადებ ნდობას!
მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ, პოლიტიკური ტაიმაუტი ავიღე და დრო მთლიანად დავუთმე სახალხო დიპლომატიის სამოქალაქო პლატფორმის შექმნას , დიასპორულ ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასულ თანამემამულეებთან საქმიან და სასარგებლო კონტაქტების ძიებას, ვთვლი, რომ მთელი ეს წლები სწორედ პოლიტიკური კლასის ამაღლებასა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენას მოხმარდა. როგორც უფლებადამცველი, სახალხო დამცველობის ხალხისგან მხარდაჭერილი და ხელისუფლებისგან უარყოფილი კანდიდატი, ყოველთვის ვალდებულად ვთვლიდი თავს, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ პრიზმაში გამეტარებინა და მებრძოლა ამ იდეალებისთვის. დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემიურმა ისტერიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ამის ფონზე, წლების წინ საქართველოში დაწყებული სოციალური ექსპერიმენტების ლაბორატორიიდან პრაქტიკულ საქმეზე გადავიდა გაბატონებული პოლიტიკური ლიბერალური სისტემა და უკვე სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ კომპონენტს-ოჯახს შეეხო, როდესაც ქვეყანაში ლეკიანობა ბრუნდება და დედებს ჩვილებს ძუძუდან აგლეჯენ, როდესაც მამათმავლობას, ლესბოსსა და ნარკომანიას მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტებს დემოკრატიის სახელით უცხობენ, როდესაც ეროვნულს დასცინიან, ჯარში წასვლისგან თავის ასარიდებლად, რელიგიურ დენომინაციებს პოლიტიკურ ლიდერებს ახსნევინებენ და მერე ათასობით რჯულის მგმობელს საარჩევნო მონა-სპად აქცევენ, ჩვენი სახელმწიფოს მთავარ საყრდენს, ეკლესიას ომს უცხადებენ და ამცირებენ მომავალი თაობების თვალში, ისღა დამრჩენია, ხმა ამოვიღო და შევიდე პოლიტიკურ ბრძოლაში არჩევნების გზით, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სახელით, ხალხისთვის და ჩვენი შვილების მომავალის გადასარჩენად!!! – წერს სოციალურ ქსელში ლორთქიფანიძე.