გთხოვთ, ბატონი ელისაშვილის და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ – აკაკი ბობოხიძე

ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ ბატონი ელისაშვილის და ასევე „გირჩის“ ნაწილის მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით და არა მარტო ტერმინოლოგიით, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან, ზუსტად ქოცური მენტალიტეტით“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.