ექსკლუზიური ინტერვიუ სტურუების ოჯახთან – სტურუები პრეზიდენტს შეხვდებიან

დავით ცხვარაძე

სტურუების   ოჯახი   ბრალდებული   და   უკვე   დაკავებული    პოლიციელის  გოდერძი   თევზაძის   სასამართლო  პროცესის   გადაწევას    უარყოფითად   აფასებს.   დღეს   დემურ    სტურუას   ოჯახის წევრებსა   და    ახალი   ამბების   სააგენტო   geomediatv.ge ს   შორის   სატელეფონო   ინტერვიუ  შედგა.   სტურუების   განცხადები,   სასამართლო  პროცესის   გადაწევა   დაკავებული   პოლიციელის ადვოკატ   ლედი   ტუკვაძეს   აწყობს,  ოჯახში   საუბრობენ,   რომ   უფლებადამცვალი   ამით   დროს   მოიგებას  ცდილობს.  იმ    შემთხვევაში,  თუ  კი  დაკავებული  პოლიციელის  სასამართლო   პროცესი  18   ნოემბერს   გადაცდება  და  ადვოკატის მოთხოვნით   კიდევ   გადაიწევს,   ისინი    უკიდურესი   ზომების    მიღებას    არ   გამორიცხავენ.

დარიკო ჯაში

c2fbfb3feb8b4aa65d4793f7fe96032f

დარიკო   ჯაში  სატელეფონო   საუბრისას    პოლიციელის  ადვოკატს მოუწოდებს   „ თავი  შეიკავოს  და  ნუ  იქექება  რაღაც-რაღაცეებში, ხომ  ხედავს რომ არ აქვს  მტკიცებულებები   და  სასამართლო   პროცესი  ამის  გამო  გადაწია“.  ოჯახის  თქმით  ისინი  საქართველოს   პრეზიდენტთან   გიორგი   მარგველაშვილთან   შესახვედრად    ემზადებიან,   დარიკო   ჯაშის   ინფორმაციით  პრეზიდენტის   ადმინისტრაციასან   მათი   შეხვედრის  თარიღი   შეთანხმებულია, თუმცა  როდის შედგება  მათ  შორის  შეხვედრა   თარიღს  სტურუების  ოჯახი  არ  აკონკრეტებს,   მოთხოვნა  უცვლელია,   დაისჯაჯოს  დაკავებული   პოლიციელი,  გარდა  ამისა ჯაში   მეორე  პოლიციელის  დასჯასაც ითხოვს  და  საგამოძიებო  უწყებებს საქმით  დროულად    დაინტერესებისკენ   მოუწოდებს.

„ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, სწორედ ეს ავუხსენი გოდერძის ადვოკატს  ერთ -ერთ სატელევიზიო გადაცემაში პირდაპირ ეთერში, თუმცა რაა გასაკვირი, აჭიანურებს გამოძიებას, მას ხომ ფული აქვს აღებული, თუმცა ეს მისი სამსახურია და არ დავძრახავ, მასაც ჰყავს ოჯახი და  მისი შემოსავლის წყარო სწორედ ესაა, ნუთუ შეიძლება დედამ, ოჯახმა შვილის მკვლელობა უდანაშაულოდ დაბრალო ვინმეს? ამას რატომ არ ფიქრობს ეს ქალი? რომ იქექება საქმეებში? ხან წერილიო, ხან სოციალური ქსელიო, ხან რა და ხან რა, მე არ გამოვრიცხავ, რომ თუ სასამართლო პროცესი კიდევ გადაიწევს,  მივმართო  უკიდურეს ზომებს, მთელ ქევეყანას ავალაპარაკებ, სულ მალე ამ საქმეზე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შევხვდებით, სხვას ვერაფერს გეტყვით”-გვითხრა ქალბატონმა.

-ქალბატონო დარიკო, რას უკავშირებთ სასამართლო პროცესის გადაწევას? რომელიც ოქტომბრის ნაცვლად ნოემბერში გაიმართება?

„რას ვუკავშირებ? ვუკავშირებ იმას რომ  ადვოკატი საქმის გაჭიანურებას ცდილობს, ნუთუ ამ ქვეყნად არ არსებობს სამართალი? ნუთუ გამოძიება, პოლიცია, ხელისუფლება გარდაცვლილის წინ გადააბიჯებს და დამნაშავეს ჩემს მატლებდასეულ  ბაღანას  გამოიყვანს? ნუთუ  არ ექნება  გული  საზოგადოებას,  რომ  ტაში ტყუილს  არ   დაუკრან?  მე  მჯერა,  რომ  ჩემი   დემურიკოს   მკვლელობაში  წვლილი როგორც  თევზაძეს,  ასევე  იმ   მეორე  პოლიციელსაც  მიუძღვის,  რომელმაც  ყოველივე იუარა. ვენდობი გამოძიებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ  დამნაშავე დაკავებულია და კიდევ ბევრ  წლებს გაატარებს  გისოსებს  მიღმა.

-დედა ხართ და იცით რას ნიშნავს შვილის სიმწარე. დაკავებულ პოლიციელსაც ხომ დედა ჰყავს?  თუ გიფიქრიათ, რომ იქნებ  პოლიციელი  უდანაშაულოა? ერთი ჭამით მაინც თუ დაფიქრებულხართ, რა  ხდება  ახლა  პოლიციელის დედის გულში? 

-არა ბატონო, მსგავსი არც კი გამიფიქრებია, ვიცი რომ დამნაშავეა, ამის მტკიცებულებები გასაჯაროვდა უკვე , ექსპერტიზამ დასკვნა დადო, წერილის ავთენტურობაც დადასტურდა, რა ვქნა, მე ის დედა ვარ, რომელსაც  გაზრდილი ბიჭი პოლიციამ ხელიდან გამოსტაცა, თევზაძემ, ეჭვი მაქვს, რომ ჩემი  დემურიკო ჩამომხრჩვალი ნახა და მიატოვა!

– პოლიციელიც ხომ მამა? მასაც ხომ ჰყავს შვილი? იქნებ ცდებით და არ უნახავს დემურ სტურუა ჩამომხჩვალი და შემდეგ არ მიუტოვებია?

-რას ლაპარაკობთ, ზუსტად ვიცი ეს  მართალია! კი, მასაც შვილი ჰყავს, მაგრამ როგორც ჩვენ გავმწარდით, ისე უნდა გამწარდეს თავად ეს გოდერძია, მის შვილს რას ვერჩი, ანგელოზი ჰყავს, გაბრაზებულ გულზე იქნებ კი ვთქვი რამე ცუდი ბავშვზე, მაგრამ ღმერთის წინაშე ბოდიშს ვიხდი, ბოდიშს ვუხდი დედას, რომელმაც ჩემი სიტყვები შეიძლება ცუდად მიიღო, მაგრამ ვერც მადლობას ვერ ვეტყოდი, ჩემი დემურიკო, ხალხნო, ხალხი არა ხართ? მატლებდასეული ჩავსვი მიწაში! მატლებდასეული! დემურიკოს დედა წაშლილია ცხოვრებიდან, მას თუ ამ ცხოვრებაზე გული მოუბრუნდება არ მგონია.

-როგორც თქვენ აცხადებთ, ემზადებით  პრეზიდენტთან შესახვედრად. როდის აპირებთ ქვეყნის პირველ პირთნ შეხვედრას და რა საკითხებზე უნდა ისაუბროთ?

– ჯერ-ჯერობით ვერაფრეს გეტყვით, ყველაფერს მალე გაიგებთ დეტალურად.

შეგახსენებთ:   სტურუების  ოჯახი ახლა   საქმეში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესის მოლოდინშია, რომელიც  დაკავებული პოლიციელის  დაცვის მხარის ინფორმაცით 18 ნოემბერს  გაიმართება.

 

 

 

კომენტარის დატოვება