ჯარჯი წიკლაური: ივერი მელაშვილმაც და ნატალია ილიჩოვამაც გაცნობიერებულად და განზრახ ჩაიდინეს ეს დანაშაული

ჩვენი მთავარი კონცენტრაცია დღეს არის იმ პირთა ირგვლივ გამოძიების წარმოება, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, ივერი მელაშვილის ზემდგომები, ვისი მხრიდანაც შეიძლება მოდიოდეს ეს დავალება და ვინც ეს უკანონო დანაშაულებრივი მისცა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, – შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით„დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, გამოძიება ახლა მუშაობს იმაზე, რომ დამკვეთებისა და დავალების გამცემი პირების შესახებ მტკიცებულებები შეაგროვოს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა, რომ გამოვკვეთოთ უკვე ივერი მელაშვილის ზემდგომი თანამდებობის პირები, ვინც ასევე ჩართული იყო ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ერთიი რამ არის მნიშვნელოვანი: ივერი მელაშვილმაც და ნატალია ილიჩოვამაც გაცნობიერებულად და განზრახ ჩაიდინეს ეს დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.