მე და გახარია უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს – ვახტანგ გომელაური

მე და გახარია უახლოესი მეგობრები ვართ, ძალიან ბევრი ჭორი იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი კადრები და იმის კადრები – ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრის მოადგილეები იცვლებიან.

როგორც გომელაური განმარტავს, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, როგორც წესი, 3 წელში ერთხელ იცვლება.