მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: არ უნდა გახდეთ ბოკერიას ვირტუალური, სასაცილო რევოლუციის ნაწილი

ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყნაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით, ეს ქვეყანა და საზოგადოება 3%-იანი უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ბოკერიას ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს.

„ისინი ბოკერიას სასაცილო, ვირტუალური რევოლუციის ნაწილები არ უნდა გახდნენ. თუ მათ აქვთ სურვილი, ნებისმიერ მათგანთან მზად ვართ გავმართოთ შეხვედრა, ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.