დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების და იმის დამსახურება, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავაგრძელეთ – ლევან იოსელიანი

იოსელიანმა „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს მოუწოდა, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია გააგრძელონ.

„სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ შეხვედრები იმიტომ, რომ მათთან საბოლოოდ რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შევძელით. უბრალოდ, ყველას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ კომუნიკაცია იმიტომ, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში გადაიჭრას საკითხები. გიორგი რურუაზე და სხვა პოლიტპატიმრებზე არასდროს ძალ-ღონე არ დაგვიკლია. დღეს ამ საკითხზე საუბარზე საერთოდ უარი განაცხადეს. დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების და იმის დამსახურება, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავაგრძელეთ“,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.