მანდატები ჩაიხსნება თუ არა, ოპოზიციისა და „სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმები არ იცვლება – სერგო ჩიხლაძე

ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, მანდატები ჩაიხსნება თუ არა, ოპოზიციისა და „სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმები არ იცვლება და ამაზე წინა კვირას საჯარო წერილშიც განვაცხადეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი იგივე რჩება.

„ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის და გეგმებისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება, ოპოზიციის დღის წესრიგი იგივეა, გავაგრძელებთ მუშაობას ამომრჩეველთან, ასევე გავაგრძელებთ ინტერპარტიულ კოორდინაციას საერთო გეგმის შესამუშავებლად და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.