“ბარამიძის განცხადება არის სიცრუე!”

   -„კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლის შემდეგ კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო -ამ განცხადებას “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აკეთებს.

ბარამიძის განცხადებას ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა არ ადასტურებს და ამბობს, რომ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონიათ.

ბარამიძის განცხადებას უარყოფს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშიაც და ამბობს, რომ  ბარამიძის ეს განცხადება არის სიცრუე! მისივე თქმით ენმ-თან რაიმე სახის მოლაპარაკება მომავალშიც გამორიცხულია.

კომენტარის დატოვება