ბავშვების ტესტირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მკაფიო მეცნიერული მონაცემები არ გვაქვს, ამიტომ, ამ ეტაპზე, უპირატესობა მასწავლებლებს ენიჭებათ – თამარ გაბუნია

ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სკოლებმა წარმატებით დაიწყს ფუნქციონირება. იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოსწავლეების გარკვეულმა რაოდენობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გაეგრძელებინათ.

რაც შეეხება პედაგოგებისა და სკოლის მუშაკთა ტესტირებას, პროგრამაში რესურსი შეზღუდულია, აქ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფი და ვინ შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი, ამდენად ჩვენი სამიზნე აუდიტორია მასწავლებლები და სასკოლო გარემოში დასაქმებული სხვა მუშაკების გახლავთ.
ბავშვების ტესტირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მკაფიო მეცნიერული მონაცემები არ გვაქვს და ასევე რესურსტევადია ეს პროგრამა, ამიტომ, ამ ეტაპზე, უპირატესობა მასწავლებლებს ენიჭებათ, რადგან ისინი უფრო არიან ვირუსის მატარებელთა რისკჯგუფებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.