ქუთაისის მერიის მიერ გამოტანილი განაჩენი ცხოველებს სიცოცხლეს ართმევს!

დავით ცხვარაძე

ქუთაისის მერიამ მაწანწალა ძაღლები მოსახლეობას მიუსია, ცხოველებს, რომლებიც ახლა ქალაქის ცენტრალურ თუ მის გარეუბნებში თვითნებურად გაუშვეს, კასტრაცია, ვაქცინაცია და სტერელიზაცია ერთდროულად აქვთ ჩატარებული, თუმცა ძაღლები, რომლებიც ყურზე სპეციალურ ე.წ. ბირკას ატარებენ, დღითიდღე ავადდებიან, ცვივათ კანი,გამოსდით სხვადასხვა სახის გამონაყარი, სხეულზე ნაწილობრივ ბეწვსაც ყრიან, მათ ნაწილს გადაადგილების პრობლემაც ექმნებათ, ქუჩაში უმოწყალოდ  გაშვებულ ცხოველებზე აიპ სპეციალური სერვისებია პასუხისმგებელი, ორგანიზაცია ქალაქში მომრავლებულ მაწანწალა ძაღლებს იჭერს, უტარებს კასტრაციას, აწარმოებს ვაქცინაციას და შემდეგ ქალაქისა თუ გარე უბნებში თვითნებურად უშვებს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის დაავადებები ემართებათ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ მათ ცვივათ ბეწვი, და სხვადასხვა სახის გამონაყარი აღენიშნებათ,ამას ჩვენს მიერ მოპოვებული ფოტოებიც ადასტურებს. ქუჩაში გაშვებული ძაღლები არაერთხელ გამხდარა მოსახელობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი, შეგახსენებთ: მოქალაქეების დიდ ნაწილს ქუჩაში გამოსვლის, ხოლო მშობლებს კი დილით სადარბაზოებში ბავშვების გამოყვანა ეშინიათ, რადგან უსახლკაროობის გამო სასიკვდილოდ გამეტებული ცხოველები სხვადასხვა კორპუსებსა და სადარბაზოებს აფარებენ თავს.

კომენტარის დატოვება