ჯემალ ქირია – სცენის მემანქანიდან დირექტორობამდე …

გარდაიცვალა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი,  ჯემალ ქირია.

ჯემალ ქირია  დაიბადა 1956 წლის 7 ივნისს. სკოლა დაამთავრა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში. 1974 წელს დაიწყო მუშაობა კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სცენის მემანქანედ. 1981 წელს ჩააბარა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში (გიტისი) და დაამთავრა 1986 წელს თეატრის ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი. 2004 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თეატრის დირექტორი.

ბატონი ჯემალის გარდაცვალებამ ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული.

სვეტა გოგოხია:

” ჯემალ, ჩემო ძვირფასო ადამიანო , ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევი. შენ იყავი ჩემი მესაიდუმლე, ერთგული ადამიანი. შენს გარეშე ასე მგონია  ყველაფერი უფერული გახდა. გაივლის დრო, მაგრამ შენზე მოგონებები ყოველთვის დამრჩება გულში. გემშვიდობები . ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ბობოქარი სული“.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ჯემალ ქირიას ოჯახს და თეატრის კოლექტივს, რომელიც თავად ბატონ ჯემალს არასდროს განუსხვავებია ოჯახისგან. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი.

კომენტარის დატოვება