“ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება”

მანანა ნაჭყებია

„ახალი მემარჯვენეები“

-“პირველ რიგში მინდა ამერიკელ ხალხს მივულოცო არჩევნების ჩატარება და ახალი პრეზიდენტი, მინდა მივულოცო რესპურლიკურ პარტიას, რადგან მემარჯვენეები სწორედ რესპუბლიკური პარტიის მსგავსი პარტიაა, კონსერვატიული იდეოლოგიის პარტია.

რესპუბლიკური პარტია საკმაოდ გამოცდილია და გამოირჩევა საქართველოსთან ურთიერთობების მხარდაჭერით, ამიტომ ვფიქრობ რომ ამერიკის კურსი საქართველოსთან მიმართებით არ შეიცვლება.

მე დარწმუნებული ვარ რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ტრამპი გაატარებს, განსხვავებული იქნება იმ განცხადებებისგან, რომლებსაც ის წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებდა. ამერიკის დღევანდელ რეალობაში ვხედავთ, რომ არა მარტო ტრამპმა მოიპოვა გამარჯვება, არამედ კონგრესშიც რესპუბლიკელები მოვიდნენ უმრავლესობით,  ეს კი იქნება გარანტი იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ ურთიერთობებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ამერიკაში ინსტიტუციები მუშაობენ მყარად და პიროვნებები კი არა, სწორედ ეს ინსტიტუციები წყვეტენ ყველაფერს, ასე რომ სწორედ რესპუბლიკური პარტია იქნება იმის გარანტი, რომ პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება.

კომენტარის დატოვება