მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: სანამ შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას

სანამ მას შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა“.

„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და ბულინგზე მეტი. სანამ მას შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა უნდა, რომ პოლიტიკურად მოკლას. ფიზიკურად მკვლელობის საშუალება აღარ აქვს. ამ გვამების ხსენებას თავი დაანებონ, რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, თქვენ რომ არ გეთქვათ, მისი ეს ნათქვამი ჩემთვის, მაგრამ ის დიდი ხანია პოლიტიკური გვამი გახდა. ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგიაა, მხოლოდ მას შეუძლია, თქვას – მის საპასუხოდ ვამბობ მხოლოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

3 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა.