ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ბიუროში 3 გარდაცვლილი გადაასვენეს

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ექსპერტიზის ბიუროში გადმოსვენებულია 3 გარდაცვლილი, არ შეესაბამება სიმართლეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშზე დატყრდნობით ავრცელებს.

ბიურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ჭუმბურიძის განცხადებით, მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არავინ დაკავშირებია.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ბიუროში გადმოსვენებულია 3 გარდაცვლილი, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიუროს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არავინ დაკავშირებია“, – განაცხადა ეკა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამი პატიმარია გარდაცვლილი. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც უწყებაში განმარტავენ „ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია”.