ზაალ  უდუმაშვილი – ნიკა მელიას ფიზიკურადაც დავიცავთ, მისი დაჭერა ასე მარტივი არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას დაჭერა მარტივი არ არის და მას ფიზიკურადაც დაიცავენ.

როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს,  დღეს თუ მელიას დაიჭერენ, ხვალ ციხეებში შესაყვანი ხალხის რიგი დადგება.

„ნიკა მელიას დავიცავთ, მათ შორის ფიზიკურადაც, მაგრამ  ავღნიშნავ, რომ მისი დაჭერა ასე მარტივი არ არის.

ჩვენ, არამარტო ნიკას დავიცავთ ფიზიკურად, არამედ ყველა იმ პოლიტ-დევნილს, ვისაც სასამართლო დაატარებს სასამართლოში და ემუქრება დაკავებით.

ნიკა მელიას დაკავება ასე მარტივათ თუ გაუვიდათ, ეს ნიშნავს იმას ,რომ ხვალ  იმ ადამიანების რიგირ დადაება, რომლებიც ციხეში უნდა შეიყვანონ. სწორედ ამიტომ ვამბობთ – არ გადაიხდის, ვერ დააკავებთ!“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.