170 ათასზე მეტი მოწონება და 27 000-ზე მეტი კომენტარი – გიორგი გახარიას სელფი „ფეისბუქზე” რეკორდებს ხსნის

გიორგი გახარიას სელფი `ფეისბუქზე” რეკორდებს ხსნის. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფოტო გუშინ საღამოს, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამომშვიდობების შემდეგ დადო.

გიორგი გახარიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, ამ წუთისთვის 170 ათასზე მეტი მოწონება, 27 000-ზე მეტი კომენტარი და 7,1 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

გახარიას „ფეისბუქის” მომხმარებლები კომენტარებში უწერენ, რომ პოლიტიკაში ისევ ელოდებიან.