კახა კალაძე – არჩეული მერი ვარ, ეს ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ არის, დიდი პასუხისმგებლობაა

თბილისის მერობა ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა .

დედაქალაქის მერმა მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

„თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.