ფრიდონ ინჯია – დღეს, ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობა იქცა ნორმად და გმირობად, დამნაშავე, შეიძლება ითქვას, თავის დანაშაულს ყიდულობს 2 000 ლარად – ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში „მინისტრის საათის”  ფარგლებში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართა.

იჯიას თქმით 2 000 ლარად დამნაშავე დანაშაულს ყიდულობს.

„დღეს ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა იქცა ნორმად და გმირობად. და დამნაშავე, შეიძლება ითქვას, თავის დანაშაულს ყიდულობს 2 000 ლარად. ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის მაგივრად მათზე უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები. მიგიმართავთ თუ არა იუსტიციის საბჭოსთვის ან მთავრობისთვის ამ კითხვით?”- თქვა ინჯიამ.