ყიზილაჯლოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მარნეულში არჩევნებს აკვირდება სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი.  როგორც ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა ჩვენთან საუბარისას განაცხადა: “ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს. 11:00 საათიდან არ დაწერილა არც ოქმი და არც საჩივარი.  უბნებზე  ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.  თუ რაიმე ექსესებს ექნება ადგილი ინფორმაციას დროულად  მივაწვდით საზოგადოებას”.

კომენტარის დატოვება