ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვთ, უფრო გონივრულად მოიქცნენ, არაა საჭირო ბლოკირება, ბოიკოტი და რაღაცების გამორიცხვა

საქართველოს გაცილებით უკეთესად შეუძლია მოქმედება და შეუძლია გახდეს ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სულ მცირე აღმოსაველთ პარტნიორობის პროგრამაში, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.

„ვწუხვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ მედიატორად დანიშნული კრისტიან დანიელსონის მისია წარმატებული იქნება და შედეგს მალე დავინახავთ, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს. უკვე შემდეგ კი საქართველოს დავინახავთ რეგიონში მთავარ მამოძრავებელ ძალად, მათ შორის მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და ასევე ქართველების ევროპული მისწრაფების მამოძრავებელ ძალად. ჩვენ ევროპარლამენტში არაერთხელ განვაცხადეთ ხმამაღლა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვთ, უფრო გონივრულად მოიქცნენ, არაა საჭირო ბლოკირება, ბოიკოტი და რაღაცების გამორიცხვა. ასევე, არაა საჭირო ადმინისტრაციული ძალის გამოყენება არჩევნების დროს უპირატესობის მოსაპოვებლად“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა სამხრეთ კავკასიის შესახებ გამართულ ვებინარზე.