სოზარ სუბარი: საქართველოში  ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ დაასახელებთ პროექტს, რომელშიც ფონდი „ქართუ“  არ მონაწილეობდა, შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს  უნდა ჰქონოდა და ჰქონდა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრა

საქართველოში  ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ დაასახელებთ პროექტს, რომელშიც ფონდი „ქართუ“  არ მონაწილეობდა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა  სოზარ სუბარმა  ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვაზე, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდის პრეზიდენტობის დროს მას შეხვედრები მინისტრებთანაც ჰქონდა.

როგორც სუბარი განმარტავს, ღარიბაშვილს სწორედაც რომ უნდა ჰქონოდა შეხვედრები, რადგან ფონდი უამრავ პროექტში იყო ჩართული.

„საქართველოში  ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ დაასახელებთ პროექტს, რომელში ფონდ „ქართუ“  არ მონაწილეობდა ან 100%-ით, ან გარკვეული პროცენტით. მაგალითისთვის ვიტყვი 400-მდე სკოლის გარემონტებას, 1000-მდე ისტორიული ძეგლები, ეკლესია-მონასტერი, ციხესიმაგრე, პატრულის რეფორმა და ა.შ. არ არსებობს სფერო, რომელში „ქართუ ფონდი“ არ იყო ჩართული.  შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს  უნდა ჰქონოდა და ჰქონდა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.