`ეს არ ნიშნავს, რომ ბასილაშვილი მოგვწონს” – თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკოლოზის ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება

`ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება.

“სპორტული მოვლენა რომ გვიხარია, არ ნიშნავს, რომ ბასილაშვილის პერსონა მოგვწონს. ეგებ შეძლოთ ორი მოვლენის ერთმანეთისგან გამიჯვნა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

როგორც იცით, ქართველმა დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი 1/2-ფინალში დღეს აშშ-ის წარმომადგენელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება.