ეკატერინე ტიკარაძე ახალციხიდან გადმოყვანილ ექთანზე: პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა

პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა და ის ყოველწლიურად იცრებოდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. საუბარია 27 წლის ექთანზე, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა.

„ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ჩეკ ლისტი, რომელიც პაციენტის ვაქინაციამდე აუცილებად ივსება. ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა და ის ყოველწლიურად იცრებოდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტმა დადოს დასკვნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ საუნივერისტეტო კლინიკის ექიმებს მიეცეთ საშუალება, დეტალურად შეისწავლონ მისი არსებული მდგომარეობა და იპოვონ სწორი გამოსავლები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია დღეს განუვითარდა.