ტოჩინოშინი შოთა ენდოსთან დამარცხდა

ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგაძემ მეოთხედ წააგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო იყო, რომელთან ურთერთშეხვედრებშიც ლევანს ზედიზედ ხუთი გამარჯვება ჰქონდა.

ტოჩინოშინმა შეტატედაშინაგეს ილეთით წააგო და ახლა მის აქტივში სამი გამარჯვება და ოთხი მარცხია.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიდოროფუჯი იქნება, რომელსაც ასევე უარყოფითი ბალანსი აქვს. ჰარუ ბაშოს დასრულებამდე კიდევ რვა დღე რჩება. შეგახსენებთ, რომ სუპერტურნირის დადებითი ბალანსით დასასრულებლად ტოჩინოშინს კიდევ მინიმუმ ხუთი მოგება სჭირდება.