“რომ ჩა­ვე­დი პატ­რო­ნი არა­ვინ არ ჰყავ­და,  ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი ჰყავ­დათ, მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო, სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში” – გარდაცვლილი ექთნის მეუღლე დეტალებს ჰყვება

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის 27წლის მეგი ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე მომ­ხდარ­ში ახალ­ცი­ხის “იმედის” კლი­ნი­კის ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და,  მე­უღ­ლეს გა­ურ­კვე­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და­ა­ლე­ვი­ნეს და კლი­ნი­კა­ში დღეს სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და.

“რომ ჩა­ვე­დი პატ­რო­ნი არა­ვინ არ ჰყავ­და. ერ­თა­დერ­თი ბიჭი ადგა თავ­ზე, სხვა არა­ვინ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი ჰყავ­დათ. უცო­დი­ნა­რო­ბა გახ­და მი­ზე­ზი. შეც­დო­მა და­უშ­ვეს ექი­მებ­მა. 4 სა­ა­თი წვი­ნათ ტაფ­ჩან­ზე.

წინა დღეს მო­რი­გე იყო ჩემი მე­უღ­ლე, ამო­ვი­და სახ­ლში და თქვა, სა­ღა­მოს ერთი ტაბ­ლე­ტი და­მა­ლე­ვი­ნე­სო, მე­ო­რე უნდა და­ე­ლე­ვი­ნე­ბი­ნათ დი­ლით და უნდა აეც­რათ. არ იცი რა წა­მა­ლი იყო, მა­ლა­ვენ ყვე­ლა. დღეს ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვე­დი. მე­უღ­ლე მო­მიკ­ლეს და კიდე აქეთ ცუდი სი­ტყვე­ბით მომ­მარ­თეს” – ამ­ბობს მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე.

ცნო­ბის­თვის, შოკში მყოფი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. 27 წლის ექთანს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი და­უ­ფიქ­სირ­და.

გუ­შინ ექთა­ნი თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.